Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: არ მგონია, მენეჯერის დაკავებამ დემირელის კოლეჯს პრობლემა შეუქმნას

25 მაისი, 2017 15:20

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მენეჯერის დაკავება დემირელის კოლეჯს პრობლემას არ შეუქმნის. ამის შესახებ ჯეჯელავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ყველა სკოლა მნიშვნელოვანია მისი მოსწავლეებისთვის, თუმცა ყოველ წელს 15-მდე სკოლა სხვადასხვა მიზეზით კარგავს ავტორიზაციას. შარშანაც გვქონდა ასეთ შემთხვევები, წელსაც გვექნება. ეს ის შემთხვევა არ არის, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ არ მგონია, ამ ადამიანის დაკავებამ სკოლას პრობლემა შეუქმნას, არ ვთვლი, რომ ასე მოხდება. რაც შეეხება იმას, დემირელის სკოლას რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის - ისეთივე, როგორიც დანარჩენ 3 000 სკოლას“, - განაცხადა ჯეჯელავამ. 

მისივე ინფორმაციით, დემირელის სკოლის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ანკარის მხრიდან მოთხოვნა არ ყოფილა.

„ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა. თურქული მხარე გამოხატავს თავის წუხილს მათი კვალიფიკაციით ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო კავშირების შესახებ საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენ თავიდანვე დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ნებისმიერ სკოლაში არაფერი დაემუქროთ, მათ შორის, არანაირი იდეოლოგიური ზეწოლა მათზე არ იყოს. მე მგონია, ამით პასუხი გაეცა ამ შეკითხვებს. რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად მეტი ყურადღება გვმართებს ნებისმიერ სკოლასთან დაკავშირებით და მონიტორინგის და კონტროლის სტანდარტი უნდა იყოს მაღალი, ამას მე ვიზიარებ“, - განაცხადა ჯეჯელავამ. 
 

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი გუშინ დააკავეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

ადვოკატის სოსო ბარათაშვილის თქმით, თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.  სოსო ბარათაშვილის შეფასებით, ბრალდების დასაბუთება კრიტიკას ვერ უძლებს. მისივე თქმით,  აღნიშნული საქმე ეხება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ექსტრადირების საკითხს, არამედ საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციასაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^