Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში 16 სექტემბერს გაიმართება

31 მაისი, 2017 13:47

ლეგენდარული  ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტი Black Sea Arena-ზე  გაიმართება და მას SOLO და  Eastern Promotions წარმოგიდგენთ.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი, 2017 წლის ტურნეს -„Wonderful Crazy Night Tour“-ის ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა. ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან - „Wonderful Crazy Night“.

რიგით, 33-ე ალბომი, „Wonderful Crazy Night“, მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა. ალბომში შესულმა ჰიტებმა ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფად დაიკავა.

250 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული 4 000-ზე მეტი კონცერტი - 50 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ლეგენდარულ ელტონ ჯონს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ოსკარი, ოქროს გლობუსი, 6 გრემისა და 4 ბრიტანული მუსიკის ჯილდოები და სხვა. მომღერალმა მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა, როგორც სასცენო წარმოდგენებისთვის, ასევე ცნობილი ფილმებისთვის - The Lion King, Elton John and Tim Rice’s Aida და სხვა.

1996 წელს, ელტონ ჯონს მუსიკალურ ინდუსტრიასა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის კომანდორისა და რაინდის წოდება მიენიჭა. 

1980-იანი წლებიდან, ელტონ ჯონი აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ კამპანიაში.  1992 წელს, მან  „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდიც“ დააარსა.

ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, 25 ივნისის 10:00 საათიდან დაიწყება. თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს - ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO -  ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.

ბილეთები გაიყიდება ონლაინ www.tkt.ge-სა და SOLO ლაუნჯებში. პირველ ეტაპზე, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 29 ივნისიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:

www.SOLO.ge;

http://facebook.com/www.SOLO.ge

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^