Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისში პედაგოგებმა და მოსწავლეების მშობლებმა მუსტაფა ემრე ჩაბუქის პატიმრობა გააპროტესტეს

05 ივნისი, 2017 21:00

ქუთაისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგებმა და მოსწავლეების მშობლებმა მუსტაფა ემრე ჩაბუქის პატიმრობა გააპროტესტეს. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგს სკოლის პედაგოგებისა და მშობლების გარდა, საია-სა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგი ნოდარ ჭუმბურიძე აცხადებს, რომ მუსტაფა ჩაბუქი 20 წლის განმავლობაში მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობით იყო დაკავებული. „მუსტაფა ჩაბუქს თურქული მხარე ტერორიზმისათვის ხელშეწყობას ედავება, რაც სრული აბსურდია. 100 000-მდეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მხარს მის გათავისუფლებას უჭერენ. დარწმუნებული ვართ, სამართალი იზეიმებს და ბატონ მუსტაფას თურქულ მხარეს არ გადასცემენ. მუსტაფა ჩაბუქი თურქეთში სამართალს ვერ იპოვის,“ - ამბობს „ინტერპრესნიუსის“ ცნობით ნოდარ ჭუმბურიძე. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად 7 ივნისს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

24 მაისს თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. 25 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა ედება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.

სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა

NGO-ები მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების თაობაზე ხელისუფლებას მიმართავენ

Amnesty International საქართველოს მოუწოდებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს

საია: საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე პრეზიდენტს, პრემიერს და სახალხო დამცველს მიმართავს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^