Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტურიზმის სექტორის მიმოხილვა ქართულ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი

13 ივნისი, 2017 12:59

გალტ & თაგარტის საქართველოს ტურიზმის სექტორის ყოველთვიური მიმოხილვა დღეიდან ქართულ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნულ მიმოხილვას „გალტ & თაგარტი” ინგლისურ ენაზე 2016 წლის ნოემბრიდან აქვეყნებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმის სექტორის ყოველთვიური მიმოხილვა „გალტ & თაგარტის” ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, ამასთან აღნიშნულ სექტორში ინვესტორთა დიდი ნაწილი ქართველია, დღეიდან მიმოხილვა  ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზეც.  

ტურიზმის სექტორის მიმოხილვა ყოველი თვის დასაწყისში ქვეყნდება და მიმოიხილავს გასული თვის სექტორულ სტატისტიკას და ახალ ამბებს. ტურიზმის სექტორის სტატისტიკაში  დეტალურადაა ჩაშლილი ვიზიტორების რაოდენობა, მათი ქვეყნების და კატეგორიების მიხედვით განაწილება და ა.შ. სექტორის მიმოხილვის ახალ ამბებში მოცემულია ინფორმაცია ინვესტორთა გეგმების, სასტუმროების განვითარების, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის შესახებ. ასევე, საქართველოს აეროპორტებში დასაქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ვიზიტორთა დინამიკის და ახალი რეისების შესახებ. ამასთან, მიმოხილვაში საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საქართველოში ახალი კურორტების განვითარება. 

„გალტ & თაგარტის” მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ მომზადებული მიმოხილვა უფასოა და ყოველი თვის დასაწყისში, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ვებგვერდზე: www.gtresearch.ge.

„გალტ & თაგარტი“ მუდმივად  აკვირდება საქართველოში მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებს, როგორებიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ღვინო. მკითხველს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის პროდუქტს, მათ შორის სექტორების სიღრმისეულ წლიურ კვლევებს, ენერგეტიკის  ყოველთვიურ მიმოხილვას, და საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკების ყოველკვირეულ მიმოხილვას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^