Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115“ ცენზურის დაწესებასა და შანტაჟის მცდელობაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს

14 ივნისი, 2017 16:05

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ განცხადებით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის საკითხსაც ითვალისწინებდა, პარლამენტში აღარ განიხილება. მიზეზი მოძრაობის აქტივობაა, უფრო კონკრეტულად კი თბილისში, ფილარმონიაში  კონსტიტუციის განხილვისას გამართული საპროტესტო აქცია. მათივე განცხადებით, პარლამენტში ცვლილებათა კანონპროექტის განხილვის შეჩერება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშისა და მმართველი გუნდის მხრიდან სტუდენტური მოძრაობისთვის ცენზურის დაწესებისა და შანტაჟის მცდელობაა. 

სტუდენტების განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი გახდა გუშინდელი შეხვედრის შემდგომ, რომელსაც მარიამ ჯაში და სხვადასხვა ჯგუფი ესწრებოდნენ. 

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა, რომელმაც „ლიბერალს“ დაუდასტურა, რომ შეხვედრისას, კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვის პასუხად, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეწყდა,- „მან (მარიამ ჯაშმა) განაცხადა, რომ იმის შემდეგ, რაც მოხდა ფილარმონიაში, საკონსტიტუციო განხილვისას, კოლეგებში ვერავის ნახავდა თანამონაწილესა და თანამოაზრეს, რომელიც განიხილავდა ამ კანონპროექტს, გაბრაზებული იყო და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „აუდიტორია 115“ დასაჯეს იმ პროტესტის გამო, რაც მათ ფილარმონიაში გამართეს დაღუპული მეშახტეების სოლიდარობისთვის. ამიტომ ვკითხე, იყო თუ არა ეს სასჯელი სტუდენტებისთვის. მისი პასუხი იყო ბუნდოვანი, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა განხილვა, თითქოს მოძრაობის წევრები პოლიტიკურ ინტერესებს ატარებდნენ“,- თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც 13 ივნისს  ფრიდრიხ ებერტის ფონდში გაიმართა, მოეწყო დისკუსია თემაზე: უმაღლესი განათლების პოლიტიკა საქართველოში, არსებული გამოწვევები და სავარაუდო გადაჭრის გზები. აღნიშნული შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას „ახალგაზრდა სოციალისტები“ სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

LIVE► „აუდიტორია 115-ის“ პროტესტი კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე - „4 მეშახტე!“

„აუდიტორია 115-ის“ წევრები აცხადებენ, რომ კანონპროექტის განხილვის შეჩერება სხვა არაფერია, თუ არა მათი საქმიანობისთვის  დასჯის მცდელობა.

„გვინდა, მოვუწოდოთ პარლამენტს, რომ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, მიუხედავად იმისა, გავა თუ არა ეს კანონი, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ჩვენ აუცილებლად ხმამაღლა ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. ეს იქნება დაკავშირებული  სოციალურ უთანასწორობასთან, შრომით საკითხებთან, განათლების ხელმისაწვდომობასა თუ სხვა“,- განაცხადა მოძრაობის წევრმა, გიორგი არობელიძემ.  

„ლიბერალი“ მარიამ ჯაშთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტის ავტორი განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშია. განათლების კომიტეტმა  ცვლილებათა პროექტი 31 მარტს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. პარლამენტმა კი 21 აპრილს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.  მარიამ ჯაშმა აღნიშნულ სხდომაზე განაცხადა, რჩებოდა სამი ძირითადი საკითხი, რომლებზეც მომდევნო საკომიტეტო მოსმენისას უნდა შეჯერებულიყვნენ. მეორე საკომიტეტო მოსმენა დღემდე არ ჩანიშნულა. 

ცვლილებათა პროექტი პარლამენტში 7 მარტს დარეგისტრირდა, რის შემდეგაც სტუდენტურმა მოძრაობა „აუდიტორია 115-მა“ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დატოვა. სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-მა“ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი 2016 წლის 23 ნოემბერს დაიკავა. მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტის კორპუსს იქამდე არ დატოვებდნენ, სანამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი პარლამენტში არ დარეგისტრირდებოდა.

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^