Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაში: გადაწყვეტილება მივიღე, უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვა გადავადდეს

14 ივნისი, 2017 18:04

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, როგორც კანონპროექტის ავტორმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა საშემოდგომო სესიისთვის გადავადდეს, მიზეზად კი ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი გარემოს საჭიროება დაასახელა. 

„ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა დასჯა საერთოდ არ შედის, მით უმეტეს, პოლიტიკურ ლექსიკონში და ამდენად, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება და ინტერპრეტაცია, რომელიც ჩვენს შეხვედრას მიეცა. ძალიან ვწუხვარ, რომ საჯარო განცხადებების ფორმით გვიწევს დიალოგი. სტუდენტებმა იციან, რომ ჩემი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტის განხილვა ბოლომდე წარმატებით მივიდეს და შესაბამისად, საშემოდგომო სესიისთვის მუშაობას გავაგრძელებთ. ჩემი მხრიდან არც მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა. ძალიან გულდასაწყვეტი და არასერიოზულია მსგავსი განცხადებები. მით უმეტეს, სტუდენტებმა იციან, რომ სამუშაო ფორმატში ყოველთვის შეიძლება დაკავშირება ჩემს სამდივნოსთან. არასდროს შეხვედრაზე უარი არ გვითქვამს და თუ კითხვები შეეძლოთ ჰქონდათ, ჩვენთან გადამოწმება შეეძლოთ. გიდასტურებთ, როგორც კანონპროექტის ავტორმა, გადაწყვეტილება მივიღე, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გადავადდეს“, - განუცხადა მარიამ ჯაშმა „საზოგადოებრივ მაუწყებლს“. 

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ განცხადებით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის საკითხსაც ითვალისწინებდა, პარლამენტი მოძრაობის აქტივობის გამო აღარ განიხილავს, უფრო კონკრეტულად კი საქმე ეხება თბილისში, ფილარმონიაში  კონსტიტუციის განხილვისას გამართულ საპროტესტო აქციას. მათივე განცხადებით, პარლამენტში ცვლილებათა კანონპროექტის განხილვის შეჩერება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშისა და მმართველი გუნდის მხრიდან სტუდენტური მოძრაობისთვის ცენზურის დაწესებისა და შანტაჟის მცდელობაა. 

როგორც „ლიბერალს“  „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ აპარატის ხელმძღვანელმა პაატა ნინუამ უთხრა, გუშინ ფრიდრიხ ებერტის ფონდში გაიმართულ შეხვედრაზე, კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვის პასუხად, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეწყდა,- „მან (მარიამ ჯაშმა) განაცხადა, რომ იმის შემდეგ, რაც მოხდა ფილარმონიაში, საკონსტიტუციო განხილვისას, კოლეგებში ვერავის ნახავდა თანამონაწილესა და თანამოაზრეს, რომელიც განიხილავდა ამ კანონპროექტს, გაბრაზებული იყო და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „აუდიტორია 115“ დასაჯეს იმ პროტესტის გამო, რაც მათ ფილარმონიაში გამართეს დაღუპული მეშახტეების სოლიდარობისთვის. ამიტომ ვკითხე, იყო თუ არა ეს სასჯელი სტუდენტებისთვის. მისი პასუხი იყო ბუნდოვანი, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა განხილვა, თითქოს მოძრაობის წევრები პოლიტიკურ ინტერესებს ატარებდნენ“,- თქვა პაატა ნინუამ. 

„აუდიტორია 115-ის“ წევრები აცხადებენ, რომ კანონპროექტის განხილვის შეჩერება სხვა არაფერია, თუ არა მათი საქმიანობისთვის  დასჯის მცდელობა.

„აუდიტორია 115“ ცენზურის დაწესებასა და შანტაჟის მცდელობაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^