Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლონდონში ხანძრის შედეგად დაიღუპა 12 და დაკარგულად მიიჩნევა ათობით ადამიანი

15 ივნისი, 2017 11:53

ლონდონში გრენფილის თაუერში, სადაც გუშინ ცეცხლი გაჩნდა, 12 ადამიანი იპოვეს დაღუპული, თუმცა სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. დაკარგულად მიიჩნევა ათობით ადამიანი. პოლიციის განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. 70-ზე მეტი ადამიანი ლონდონის სავაადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

1970 წელს აშენებულ 24-სართულიან საცხოვრებელში, სადაც გვიან ღამით გაჩნდა ცეცხლი და სწრაფად მოედო მთელ კორპუსს, იმ დროისთვის 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ მომხდარს სათანადოდ გამოიძიებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^