Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

16 ივნისი, 2017 16:09

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 11 ივნისს,   სავარაუდო დიაგნოზით  - თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, მსჯავრდებული ლ.ჭ. გარდაიცვალა.

„ლ.ჭ.-ს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში 22.11.2014 წლიდან იმყოფებოდა, სასჯელის მოხდის პერიოდში, არაერთხელ გაეწია როგორც დაწესებულების მკურნალი ექიმის, ასევე, სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია: ენდოკრინოლოგის,  გინეკოლოგის, უროლოგის, ფსიქიატრის, დერმატო-ვენეროლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ანგიოლოგის, სტომატოლოგის, რევმატოლოგის, თერაპევტის და სხვა. მსჯავრდებულს ჩატარებული აქვს ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული, ულტრაბგერითი, დოპლერ-ულტრასონოგრაფიული. კარდიო-ექოსკოპიური და სხვა სახის გამოკვლევები, ასევე, მკურნალობა ექიმის დანიშნულების შესაბამისად.  მათ შორის: 24.02.2015 წელს შპს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ ექიმ-სპეციალისტმა მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაუტარა კარდიო-ექოსკოპია. აღნიშნული კვლევის საფუძველზე, კარდიოლოგის მიერ დაენიშნა და უტარდებოდა მედიკამენტოზური მკურნალობა. მკურნალობის პროცესის პარალელურად, პაციენტი არაერთგზის არის კონსულტირებული  თერაპევტისა და კარდიოლოგის მიერ. ასევე, N5 დაწესებულებაში ჩატარებული კონსულტაციის საფუძველზე, 07.06.2016 წელს, გაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში - „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში“, ჰისტეროსკოპიული გამოკვლევის მიზნით, დაუდგინდა დიაგნოზი და ჩაუტარდა ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა. ამის შემდეგ, მას სისტემატურად უტარდებოდა  შესაბამისი პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია, მწვავე პათოლოგიური მდგომარეობა არ გამოვლენილა.  მსჯავრდებული მუდმივად იმყოფებოდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ, რაც თავისთავად, ასახულია მის ამბულატორიულ სამედიცინო ბარათში. 

2017 წლის 11 ივნისს, დილით, მსჯავრდებულის სხვადასხვა საჭიროებით უზრუნველყოფის მიზნით საკანში შესულ დაწესებულების თანამშრომლებს, ლ.ჭ უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდათ. ადგილზე გამოიძახეს მორიგე ექიმი, ასევე,  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მსჯავრდებულს ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად  ყველა საჭირო გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.  სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მითითებულია თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.  ლ.ჭ-ს გარდაცვალების ფაქტზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^