Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან აბზიანიძის სიკვდილიდან 2 წელი გავიდა

17 ივნისი, 2017 11:37

2015 წლის 17 ივნისი. ლევან აბზიანიძის სიკვიდილიდან 2 წელი გავიდა.

აბზიანიძე 2015 წელს ნარკოტესტირების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, სადაც ბიოლოგიური მასალის ჩაბარება მოსთხოვეს. ამისთვის კი შარდმდენი აბები დაალევინეს. ახლობლების განცხადებით, ნარკოლოგიურის დატოვების შემდეგ, აბზიანიძე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მისი მეუღლის თქმით, აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი ამ აბების მიღება გახდა. „დაუვარდა წნევა, 3 ცალი შარდმდენის დალევის შემდეგ, გამოიფიტა ორგანიზმი, სითხისგან დაიცალა და ადამიანი გარდაიცვალა".

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა, თუმცა გახდა თუ არა აღნიშნული მისი გარდაცვალების მიზეზი, ამის დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა ჩატარდა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით კი ექსპერტიზა შარდმდენის მიღებას ლევან აბზიანიძის გარდაცვალებას არ უკავშირებს.

ექსპერტიზის დასკვნით, ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზად არ შეიძლება მივიჩნიოთ მის სისხლში აღმოჩენილი ფუროსემიდის (შარდმდენის) კვალი. ექსპერტიზის დასკვნა „ლიბერალს" აბზიანიძის ოჯახის ადვოკატმა მიაწოდა.

ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აბზიანიძის სიკვდილის მიზეზია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების შედეგად.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ლევან აბზიანიძეს გულზე არსებული მდგომარეობის გამო „ხშირად საჭირო ხდება შარდმდენი საშუალების მათ შორის  ფუროსემიდის მიღება“.

„ლიბერალთან“ საუბრისას აბზიანიძის ოჯახის ადვოკატი, საიას იურისტი გიორგი სანტურიანი ამბობდა, რომ საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება, როგორ მოხვდა ეს მედიკამენტი ლევან აბზიანიძის ორგანიზმში.

„პირიქით, ერთი ექსპერტი ამბობს, რომ აბზიანიძეს რადგან გულის დაავადება აწუხებდა და ასეთი დაავადების დროს, როგორც წესი, იღებენ მათ შორის ფუროსემიდსაცო. წარმომავლობა, თუ საიდან მოხვდა ეს წამალი მის ორგანიზმში,  კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ კი ვეყრდნობით გარდაცვლილისა და იმ ადამიანების სიტყვებს, ვინც უსმენდა ამ ყველაფერს“, - ამბობს ადვოკატი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი თქმით, „დღევანდელი მდგომარეობით ისე გამოდის, რომ დანაშაული არ მომხდარა“.

„ლიბერალთან" საიბრისას EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე ამბობდა, რომ მისი თქმით, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, ექსპერტიზით დადგენილიყო, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი - იყო ეს შარდმდენი აბების მიღებით გამოწვეული თუ არა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აღმოჩნდა ეს პრეპარატი აბზიანიძის ორგანიზმში. მისი თქმით, გამოძიებას ამ კითხვაზე პასუხი აქამდე უნდა გაეცა.

„როდესაც გამოძიების ეფექტიანობაზეა საუბარი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხი, რითაც უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება, არის ეს. ამ ფაქტის დადგენას არ სჭირდებობა ექსპერტიზის პასუხები იმის თაობაზე, გამოიწვია თუ არა შარდმდენმა სიკვდილი. ეს ცალკე საგამოძიებო მიმართულება უნდა ყოფილიყო და აქამდე უნდა დადგენილიყო, როგორ მოხვდა აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენი აბი -  ვინმეს იძულებით თუ ნებაყოფლობით... პრეპარატი, როგორი უვნებელიც არ უნდა იყოს, თუ ხდება მისი იძულებით მიღება, მით უმეტეს თუ ამ იძულების სუბიექტი არის სამართალდამცავი, ცხადია, დანაშაულის ნიშნებზეა საუბარი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებია და ამას აუცილებლად სჭირდება ეფექტიანი გამოძიება. ამ მიმართულებით აქამდე უნდა ემუშავა გამოძიებას, აქამდე უნდა გვქონოდა პასუხები  - იყო ეს ნებაყოფლობითი თუ ვინმეს იძულებით“, - ამბობს იმნაძე.

სამოქალაქო სექტორში ლევან აბზიანიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. 

დღეს, საღამოს 9 საათზე, ქუთაისში „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აქციას გამართავს.

„21:00 საათზე, თეთრ ხიდზე თეთრი ხმაურის მოძრაობა ადგილობრივებთან ერთად შეიკრიბება, რათა პატივი მივაგოთ გარდაცვლილს და შევახსენოთ სახელმწიფოს და გამოძიებას, რომ არ მოვითმენთ მწამებელი და მკვლელი დამნაშავეების დაუსჯელობას“, - აცხადებენ მოძრაობაში.

GeNPUD: უნდობლობას ვუცხადებთ გამოძიებას აბზიანიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით

„თეთრი ხმაური": ფაქტია, აბზიანიძის გარდაცვალება მისი რამდენიმესაათიანი წამების შედეგია

ზოიძე აბზიანიძის საქმეზე: კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რომ იგივე ტრაგედია არ დაუდგეს სხვებს

იმნაძე აბზიანიძის საქმეზე: გამოძიებას აქამდე უნდა დაედგინა, როგორ მოხვდა შარდმდენი ორგანიზმში

კორძაია აბზიანიძის საქმეზე: ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^