Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან აბზიანიძის ქვრივი: ხვალ შეიძლება სხვა აღმოჩნდეს ჩემი ქმრის დღეში

18 ივნისი, 2017 16:00

„უნდობლობას ვუცხადებ ამ მთავრობას. არაფრის იმედი არ მაქვს ამ ქვეყანაზე. ხვალ შეიძლება სხვა აღმოჩნდეს ჩემი ქმრის დღეში", - ამის შესახებ „ლიბერალთან" საუბრისას ნარკოტესტირების შემდეგ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის ქვრივი მადონა ჯიქია აცხადებს.

ჯიქიას თქმით, მისი მეუღლის შესახებ ათობით სიუჟეტი მომზადდა, პარლამენტის ყველა სხდომაზე მისი ქმრის ხსენებაა, თუმცა გამოძიების კუთხით შედეგი არაა. 

ლევან აბზიანიძის სიკვდილიდან 2 წელი გავიდა.

„პარლამენტის ყველა სხდომაზე ჩემი ქმრის ხსენებაა, მაგრამ რა გაკეთდა? ხსენებით კი, ახსენებენ. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა და ტრაგედია რომ იყოს, ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა და ამაზე (ამ საკითხზე) მეტად უნდა იყოს დაინტერესებული თუ ჟურნალისტი, თუ პოლიცია, თუ მთავრობა, თუ არასამთავრობოები... რა გაკეთდა რა, ნაცარს გვაყრიან თვალებში...", - ამბობს მადონა ჯიქია. 

აბზიანიძე 2015 წელს ნარკოტესტირების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, სადაც ბიოლოგიური მასალის ჩაბარება მოსთხოვეს. ამისთვის კი შარდმდენი აბები დაალევინეს. ახლობლების განცხადებით, ნარკოლოგიურის დატოვების შემდეგ, აბზიანიძე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მისი მეუღლის თქმით, აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი ამ აბების მიღება გახდა. „დაუვარდა წნევა, 3 ცალი შარდმდენის დალევის შემდეგ, გამოიფიტა ორგანიზმი, სითხისგან დაიცალა და ადამიანი გარდაიცვალა".

„დამიბარეს და გამაცნეს საქმის მასალები. აბსურდები. საშინელება. თითქოს ჩემი ქმარი მოტყუებით კი არ წაუყვანიათ იქ [ნარკოლოგიურში], ვითომ თავისით წასულა. აბსურდი. 1000 მოწმე გვყავს, ტომეულია შემდგარი ჩემი ქმრის საქმეზე, მოწმეთა ჩვენებები ჩაკრულია... არაფრის იმედი არ მაქვს", - ამბობს ჯიქია.

ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა, თუმცა გახდა თუ არა აღნიშნული მისი გარდაცვალების მიზეზი, ამის დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა ჩატარდა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით კი ექსპერტიზა შარდმდენის მიღებას ლევან აბზიანიძის გარდაცვალებას არ უკავშირებს.

ექსპერტიზის დასკვნით, ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზად არ შეიძლება მივიჩნიოთ მის სისხლში აღმოჩენილი ფუროსემიდის (შარდმდენის) კვალი. ექსპერტიზის დასკვნა „ლიბერალს" აბზიანიძის ოჯახის ადვოკატმა მიაწოდა.

ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აბზიანიძის სიკვდილის მიზეზია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების შედეგად.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ლევან აბზიანიძეს გულზე არსებული მდგომარეობის გამო „ხშირად საჭირო ხდება შარდმდენი საშუალების მათ შორის  ფუროსემიდის მიღება“.

„ლიბერალთან“ საუბრისას აბზიანიძის ოჯახის ადვოკატი, საიას იურისტი გიორგი სანტურიანი ამბობდა, რომ საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება, როგორ მოხვდა ეს მედიკამენტი ლევან აბზიანიძის ორგანიზმში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^