Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020-ის ნაცვლად, შესაძლოა, 2024 წლიდან გადავიდეთ

19 ივნისი, 2017 12:17

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, შესაძლოა, არა 2020 წელს, არამედ 2024 წლიდან გადავიდეთ“,- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი განმარტებით, ამ თემაზე უმრავლესობის წევრებთან დამატებითი კონსულტაციები ექნება და რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. მიმდინარე კვირას კი, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყება, გამოიკვეთება, როგორ მოხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. 

„ერთ-ერთი ვარიანტია ის, რომ შესაძლებელია, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ არა შემდგომი, არამედ იმის შემდგომი არჩევნებიდან. სამწუხაროდ, ოპოზიციამ კონსულტაციების სირთულის მხრივ ისეთივე მდგომარეობაში ჩაგვაყენა, რა მდგომარეობაც 2015-2016 წლებში იყო. მაშინ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივის წარდგენა საფეხურებრივად გახდა შესაძლებელი. დღეს იმავე რთულ მდგომარეობაში ვართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^