Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუს-მა თიანეთის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები თაღლითობის ბრალდებით დააკავა

20 ივნისი, 2017 11:27

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენებისა და  თაღლითობის ფაქტზე თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები დააკავა. 

დაკავებულები არიან თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და
ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, ამავე
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ
ერთეულში ბადრი ჯიმშიტაშვილი და ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულში -
ლია დორეული, შპს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ დირექტორი
მალხაზ ლომსაძე და შპს „რაზას“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა
ჩიტიშვილი.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამული მამულაშვილმა, მალხაზ მათურელმა, ბადრი ჯიმშიტაშვილმა და ლია დორეულმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მიუხედავად იმისა, რომ შპს-ებმა „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ და „რაზა“ სრულად არ შეასრულეს თიანეთის
მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული
საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, ხელი მოაწერეს
საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებს (ე.წ. ფორმა#2), რითაც
დაადასტურეს, თითქოსდა სამუშაოები სრულყოფილად იყო შესრულებული. ამასთან,
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში
მამული მამულაშვილმა ხელი მოაწერა საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო
სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, რის საფუძველზეც მოხდა
კონტრაქტორი კომპანიებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების
სრულად ჩარიცხვა.

ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის
მიერ გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობამ ლ. სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად
123 240 ლარი შეადგინა.

„თავის მხრივ, შპს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ დირექტორი
მალხაზ ლომსაძე და შპს „რაზას“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა
ჩიტიშვილი სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, წინასწარი
შეთანხმებით, თაღლითურად დაეუფლნენ.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების,
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებისა და
წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც
სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6- დან 9 წლამდე
ვადით),- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^