Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკავშირის ბაზარზე საქართველო თევზის პროდუქტების შეტანას შეძლებს

21 ივნისი, 2017 11:35

ევროკავშირმა საქართველო იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალში დაამატა, საიდანაც ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა შესაძლებელია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განაცხადეს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, შემდგომ ეტაპზე საქართველომ ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სია უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც ეს ბიზნესოპერატორები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტს.

მისი ინფორმაციით, მესამე ქვეყნების ოფიციალურ სიაში საქართველოს შეყვანის მიზნით ქართულმა მხარემ ევროკომისიაში განაცხადი  2014 წელს  წარადგინა. ამის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ასევე, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილი თევზისა და თევზის პროდუქტების წარმოებების ადგილზე აუდიტის განსახორციელებლად, საქართველოში ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE - Directorate General Health and Food Safety) სურსათისა და ვეტერინარიის ოფისის (FVO – Food and Veterinary office ) აუდიტორ-ინსპექტორები იმყოფებოდნენ. 

მინისტრის განმარტებით, მისიამ ადგილზე შეისწავლა სურსათის უვნებლობის კანონმდებლობა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის პროცედურები და შედეგები. მისიის წარმომადგენლებმა შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინეს, რის საფუძველზეც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და განახორციელა შესაბამისი აქტივობები, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან. 

„განხორციელებული საქმიანობის საფუძველზე საქართველო დაემატა იმ მესამე ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირში ნებადართულია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის გათვალისწინებული შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტი“.

მათი ინფორმაციით, შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული თევზი მე-3 ცხოველური წამოშობის პროდუქტია (მატყლისა და თაფლის შემდეგ), რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა. 

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები თევზისგან, ძირითადად ქაფშიასგან, თევზის ფქვილსა და თევზის ზეთს აწარმოებენ, ადგილობრივი ბაზრისთვის კი მცირე რაოდენობით ადამიანების საკვებად განკუთვნილი თევზის ცოცხალი სახით რეალიზაციასაც ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ქართულ თევზის ფქვილი პროტეინების მაღალი პროცენტული შემცველობით გამოირჩევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^