Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ Times Higher Education-ის მონაცემებით, ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა

21 ივნისი, 2017 15:47

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Times Higher Education-ის მონაცემებით,  ევროპის 400  საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში 301+ პოზიცია დაიკავა. თსუ რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. უნივერსიტეტების ჩამონათვალი დღეს გამოქვეყნდა. 

ევროპის 2017 წლის რანჟირებაში სულ 35 ევროპული ქვეყანა მოხვდა. ევროპის უნივერსიტეტები მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ. ჩამონათვალში კვლავ ოქსფორდის უნივერსიტეტი ლიდერობს. მასთან ერთად ჩამონათვალში გაერთიანებული სამეფოს 90 სხვა უნივერსიტეტია. უნივერსიტეტების რაოდენობით მე-2 ადგილს გერმანია იკავებს (41 უნივერსიტეტი, მათგან უმეტესობა 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა). 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე პირველი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც გასულ წელს „თაიმსის“ მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში მოხვდა. 2016-2017 წელს „თაიმსმა“ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც თსუ 801+ ადგილს იკავებს.

თსუ-მ ყველაზე მაღალი შეფასება აიღო საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტში – საერთაშორისო ცნობადობა გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას; ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტი გულისხმობს გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვას ქვეყნის მასშტაბით.

წელს მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში საკონკურსოდ Times Higher Education -მა კვლევითი კომპონენტის შესაფასებლად  გამოიყენა უნივერსიტეტების გამოცემების რაოდენობაც.  რეიტინგში აისახა მხოლოდ ის პუბლიკაციები, რომელიც Elsevier Scopus-ის ბაზაში იძებნება.

 შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:

  • სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
  • კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
  • ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
  • საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
  • ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, თანამშრომლებისა და სტუდენტების რაოდენობრივ შეფარდებას,  სამეცნიერო კვლევების პროდუქტიულობას, რეფერირებად ჟურნალებში კვლევების გამოქვეყნებას, ციტირების ინდექსს და სხვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^