Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირიკაშვილი: ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება

22 ივნისი, 2017 12:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება და საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას მიეცემათ.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე, ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზებისთვის. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სწორად აითვისოს ჰიდროენერგიის მიმართულებით არსებული პოტენციალი, თუმცა აქცენტი გასაკეთებელია ქარისა და მზის ენერგიაზეც, რომელიც, ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, იაფდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^