Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: წელს საზაფხულო ბანაკებში 11 000 ბავშვი დაისვენებს

22 ივნისი, 2017 12:30

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ წელს საზაფხულო ბანაკებში ქალაქისა და სოფლის მცირე სკოლებიდან 11 000 ბავშვი დაისვენებს. 

„ბავშვები ერთი კვირის განმავლობაში შვიდ ბანაკში დაისვენებენ. ეს მხოლოდ დასვენება არ არის, ყველა ბანაკი შემეცნებითია. გვაქვს ეკობანაკი, გვაქვს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ორგანიზებული ბანაკი; პროფესიულ სასწავლებელთან ერთობლივი ბანაკი. იმედი გვაქვს, რომ მომავალში იგი მთელი საქართველოს მასშტაბით მოიცავს მცირე სკოლებს. კვებას და ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ამ ბავშვების უნარების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წლებში ეს პროცესი გაიზარდოს და, ფაქტობრივად, ყველა მცირე სკოლა დავფაროთ. წელს 11 000 ბავშვია. შედარებისთვის, შარშან ბანაკებში სულ 4 000 ბავშვი იყო“, - განაცხადა ჯეჯელავამ. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ყველა სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^