Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის“ საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს

22 ივნისი, 2017 12:57

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, „პანორამა თბილისის“ საქმეზე, მთავარი სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო განხილვს საიას სარჩელის, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციო ითხოვს „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილად ცნობას - იმ ბრძანებების უკანონოდ ცნობას, რომლის საშუალეითაც კომპანიას ნებართვა მიეცა „სოლოლაკის მაღლობისა“ და „სოლოლაკის ბაღების“ მშენებლობაზე.

„ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ ორივე სამშენებლო ნებართვა გაცემულია ქალაქ თბილისში არსებული ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის კანონი კრძალავას მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებას, მნიშვნელოვანია, რომ ის მარეგულირებელი აქტები, რომლითაც განსაზღვრულია თბილისში ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ეს არის მიღებული 1985 წელს, თუმცა დღემდე არის უცვლელი და საქართველოს მთავრობას ეს ზონები არ შეუცვლია, ამიტომ ამ ზონებში მოქმედებს ის რეჟიმი, როდესაც აფასებს კულტურული მემკვიდრეობის კანონი. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღების დროს, არც ერთ უწყებას, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ყურადღება არ გაუმახვილებია ამ საკითხზე, შესაბამისად, ჩვენ დღეს ვითხოვთ სწორედ, რომ ეს ორი სამართლებრივი აქტი, რომლითაც ბრძანების საშუალებით მიეცათ ნებართვა კომპანიას „სოლოლაკის მაღლობზე“ და „სოლოლაკის ბაღების“ მშენებლობაზე, ბათილად იქნეს ცნობილი, ვინაიდან ის პირდაპირ კონფლიქტშია კულტურული მემკვიდრეობის კანონთან. ჩვენ წარმოვადგენთ შესაბამის რუკას, რომელიც არის ოფიციალური დოკუმენტი და რომელიც ადასტურებს, რომ ეს მშენებლობა მიმდინარეობს ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში. ეს მშენებლობები არის უკანონო, ვინაიდან ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის კანონის მოთხოვნებს, კანონს ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ მშენებლობა მიმდინარეობს იმ ზონაში, სადაც მშენებლობა აკრძალულია“, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, სულხან სალაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^