Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სეიმურ კაზიმოვი: საქართველოს საზღვართან დაკავებული ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი გაათავისუფლეს

22 ივნისი, 2017 12:57

საქართველოს საზღვართან, გამშვებ პუნქტზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ კაზიმოვი ავრცელებს. 

ჟურნალისტის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

მოგვიანებით მაჰმუდოვმა „ლიბერალს" განუცხადა, რომ მის დაკავებაში ქართული მხარე არ მონაწილეობდა.

მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ გაავრცელა. 

ისმაილოვას თქმით, მაჰმუდოვი საქართველოში ბრუნდებოდა, როცა იგი სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს და უთხრეს, რომ მას პოლიცია ეძებდა. 

„ჩვენ ერთად ვმუშაობდით რამდენიმე წლის განმავლობაში „რადიო თავისუფლების" რადიო გადაცემაზე After Work, მე წამყვანი ვიყავი, ის - პროდიუსერი. „რადიო თავისუფლების" ბაქოს ოფისის დახურვის შემდეგ კამრანი სხვადასხვა გადაცემებს უძღვებოდა სხვადასხვა პლატფორმებზე, რომლებიც მიმდინარე საკითხებს ეხებოდა. იგი თამამი ჟურნალისტია. მისი დაკავებისთვის სხვა მიზეზი არ არსებობს" - წერდა ხადიჯა ისმაილოვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^