Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

14 არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

22 ივნისი, 2017 17:05

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ორგანიზაციები აღარ ჩაერთვებიან კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვებში.

„საარჩევნო სისტემაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ შერეული სისტემის შენარჩუნებით, მმართველი გუნდი ცდილობს შეიქმნას გარანტიები, რომელიც ხელს შეუწყობს უპირატესობის მოპოვებაში 2020 წლის არჩევნებზე“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ

ორგანიზაციების განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება არა კონსენსუსის და ფართო საზოგადოების შეთანხმების საგანი, არამედ ერთი პარტიის მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შედეგი. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არასამთავრობო სექტორის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი შენიშვნების 80 პროცენტი საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტში გათვალისწინებულია. 

„სამოქალაქო სექტორში მტრის ხატის ძებნა არ მიყვარს და ამიტომ, ამაზე შეფასებებს არ გავაკეთებ. ეს ყველაფერი სამწუხაროა, რადგან ყველა მათგანი კომისიის და განხილვის ფარგლებში ჩართული იყო. მათი მოთხოვნისა და მოსაზრებების ძალიან დიდი ნაწილი გათვალისწინებული იყო. ის, რომ კონსენსუსის გამო ვადებთან მიმართებაში გარკვეული ცვლილება მოხდა, ბუნებრივია, რადგან კონსენსუსი გუნდის შიგნითაც გვჭირდება და გარეთაც. სხვაგვარად შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. როცა გარედან კონკრეტული მოთხოვნების დაყენება ხდება, ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვ. შეუძლებელია, ასეთი იდეალური მოცემულობის შექნა. მათი პოზიციის თითქმის 80% გაზიარებულია. ის, რომ ამ პროცესში ყველამ ყველას თავისი წინადადების რეალობა სთხოვოს, ეს შეუძლებელი ამოცანაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ .

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^