Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა პაკელიანის საქმეზე: დანიშნულია ექსპერტიზა ვიდეოში პირების იდენტიფიცირებისთვის

22 ივნისი, 2017 22:45

მთავარი პროკურატურის განცხადებით, შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

უწყების განცხადებით, შოთა პაკელიანის მიერ  სასამართლოში  გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ  განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს, ქ. თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

„გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები,  მათ შორის,  დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცლებეული ვიდეოჩანაწერი. 

ასევე,  შოთა პაკელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სასამართლოშ იხილება დაცვის მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე  პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად დართული  ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და შესაბამისად, დაცვის მხარეს გადაეცა ხსენებული ჩანაწერები. 

მოცემული ეტაპისათვის, საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩანაწერების ავთენტურობისა და მათზე ასახული პირების იდენტიფიცირების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც 3 აპრილს გახდა ცნობილი, პროკურატურამ შოთა პაკელიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ლიბერალის“ ვებგვერდზე ვიდეოკადრების გამოქვეყნების შემდეგ, რომელზეც პოლიციის განყოფილებაში შოთა პაკელიანის გაშიშვლებისა და ზეწოლის ამსახველი კადრებია ასახული, ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

„ლიბერალს“ წყარომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები მიაწოდა. წყაროს განცხადებით, მასში ასახულია, რა გარემოებებში ხდება შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ - მისი გაშიშვლება. 

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის მიხედვით, პაკელიანი აღნიშნული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ირაკლი ქიტოშვილმა და გურამ კასრაძემ დააკავეს. როგორც წყარო აღნიშნავს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.

შოთა პაკელიანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

ვიდეოკადრები ► დაკავებულ პაკელიანის გაშიშვლება და ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში

შსს პაკელიანის ვიდეოზე: ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებოდიდან გათავისუფლდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^