Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი პაკელიანის საქმეზე: სამწუხაროა, რომ რეაგირება მხოლოდ კადრების გავრცელების შემდეგ ხდება

23 ივნისი, 2017 13:09

„ძალიან სამწუხაროა, რომ რეაგირება ასეთ ფაქტებზე ხდება მხოლოდ ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ",  - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შოთა პაკელიანის საქმეზე „ლიბერალის" მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ლიბერალმა" გუშინ, 22 ივნისს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. წყაროს განცხადებით, მასში ასახულია, რა გარემოებებში ხდება შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ - მისი გაშიშვლება.

„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რამდენად არაეფექტიანია არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება საქართველოში, ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმას, რომ სამწუხაროდ ეფექტიანი გამოძიება არ ტარდება", - აცხადებს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, ინციდენტიდან უახლოესი საათების განმავლობაში ომბუდსმენის ოფისმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია იყო, რომ აუცილებელი იყო ეფექტური გამოძიების დაწყება ამ ფაქტთან დაკავშირებით და შესაბამისად, იმ სავარაუდო დამნაშავეების დასჯა, ვისაც წილი მიუძღოდათ ამ ძალადობაში. 

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის მიხედვით, პაკელიანი აღნიშნული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ირაკლი ქიტოშვილმა და გურამ კასრაძემ დააკავეს. როგორც წყარო აღნიშნავს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.

„ლიბერალის" მიერ აღნიშნული ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

პროკურატურაში შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გრძელდება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

შოთა პაკელიანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

ვიდეოკადრები ► დაკავებულ პაკელიანის გაშიშვლება და ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში

შსს პაკელიანის ვიდეოზე: ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებოდიდან გათავისუფლდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^