Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ე.წ. კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდებულ ბექა შენგელიას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

23 ივნისი, 2017 13:51

ე.წ. კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდებულ ბექა შენგელიას სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, დედის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ირმა ყოჩიაშვილს კი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა მიაწოდა.

ადვოკატისთვის მოულოდნელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან  ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც უვადო პატიმრობსა ითვალისწინებდა, შენგელია გამართლდა. მისი თქმით, ის განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში. 

"განაჩენის შესახებ ყველაზე საოცრება ის არის, რომ მესამე ნაწილში, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა, გამართლდა ბექა შენგელია. დარჩა მეორე ნაწილი და მაინც მიესაჯა უვადო პატიმრობა,“- განაცხადა ადვოკატმა. 

ირმა ყოჩიაშვილი, ბექა შეგელია და კიდევ 3 პირი პოლიციამ 2016 წლის 4 ნოემბერს დააკავა. სამ მათგანს ბრალად ედებოდათ 70 წლის ქალის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ჯგუფურად, 2 პირს კი, დანაშაულის შეუტყობინებლობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^