Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

3 კანდიდატი, რომელთაგან ერთ-ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი გახდება, ცნობილია

23 ივნისი, 2017 14:01

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ მეურვეობის 3 კანდიდატი შეარჩია. შერჩეული სამი კანდიდატიდან პარლამენტმა ერთი უნდა შეარჩიოს. წარდგენილი კანდიდატები არიან: აკაკი გიგინეიშვილი, გიორგი იაკობაშვილი  და ლელა ფირალიშვილი. 

კანდიდატების შეფასებები და სხდომის ოქმი:

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 29 მაისს გამოსცა. კონკურსში სულ ცხრა განაცხადი შევიდა. 

საკონკურსო კომისიას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობს. 

კომისიის შემადგენლობაში არიან: სოსო გალუმაშვილი (PR სააგენტო - „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის PR-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი); თინათინ თვალაძე (ბლოგერი); ზურაბ მხეიძე (ფსიქოლოგი); არნოლდ სტეპანიანი (არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე); ოთარ ტატიშვილი (ექიმი და ტელეწამყვანი); ბასა ფოცხიშვილი (რეჟისორი, სტუდია „123-ის“ დამფუძნებელი); მარინე ჩიტაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი). 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^