Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: დავით როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებული იუმორისტმა და მისმა შვილმა ამოიცნეს

23 ივნისი, 2017 14:59

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი ზურაბ ქ. იუმორისტმა და მისმა შვილმა, ქეთვან როსტომაშვილმა ამოიცნეს. 

„14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში დაიწყო გამოძიება დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ., რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასული ინფორმაცია, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ზურაბ ქ. მოსკოვის გამზირზე მდებარე სპორტდარბაზ "საკემატაში" იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ყაჩაღობის ფაქტი მოხდა 2017 წლის 14 ივნისს, 15:51 საათზე. სპორტდარბაზში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერში ზურაბ ქ.-ს დარბაზიდან გასვლის ფაქტი დაფიქსირებულია 2017.08.14 (2017 წლის 14 აგვისტო), 15:40 საათზე.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჯერარდამდგარი თარიღის მოშველიებით, ზურაბ. ქ-ს უდანაშულობის დასამტკიცებლად აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არგუმენტად მოყვანა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^