Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბექა ნაცვლიშვილი: ევროკავშირში ინტეგრაციაზე ჩანაწერი კონსტიტუციაში რამდენად დემოკრატიულია?

23 ივნისი, 2017 17:39

„რომ გაიმარჯვოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ან ნეიტრალიტეტი უნდა, ან ნებისმიერი რაღაც ფორმა უნდა საგარეო პოლიტიკის განხორციელების, როგორ უნდა განახორციელოს თავისი პოლიტიკა, თუკი ამას ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერთ?" - ამის შესახებ პარლამენტში უმრავლეოსბის წარმომადგენელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის იმ ჩანაწერზე საუბარის დროს განაცხადა, რომლის თანახმადაც, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".

კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერი გარდამავალ დებულებებში უნდა გაჩნდეს. 

„ჩვენ რომ ვითხოვდით 94-ე მუხლის ამოღებას, არამარტო იმიტომ ვითხოვდით, რომ ეკონომიკურადაც დაუსაბუთებელია ეს და ა.შ. არამედ კონსტიტუციის სულისკვეთებას, როგორც დოკუმენტის, ეს ეწინააღმდეგება. იმიტომ, რომ შეიძლება მოვიდეს რომელიღაცა ოპლიტიკური ძალა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, არ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ მოიპოვოს უმრავლესობა კანონშემოქმედებითი და რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ გადასახადების გაზრდა არ შეიძლება, ვერ განახორციელოს ის პოლიტიკა, რისი განხორციელებაც უნდა. დაახლოებით იგივეა, რომ გაიმარჯვოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ან ნეიტრალიტეტი უნდა, ან ნებისმიერი რაღაც ფორმა უნდა საგარეო პოლიტიკის განხორციელების. როგორ უნდა განახორციელოს თავისი პოლიტიკა, თუკი ამას ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერთ? ვინმე უბადრუკი ოპოზიციის წარმომადგენელი თუ იტყვის, რომ მე პრორუსული განცხადებებით გამოვირჩევი, არავინ არ იტყვის და შეიძლება თქვას და დამაბრალოს, მაგრამ წმინდა კონსტიტუციის პრინციპს, როგორ შეიძლება, რომ სასგარეო პოლიტიკური ორიენტირი ავსახოთ. ვრიცხავთ აბსოლუტურად ყველა იმ პარტიის მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ამ პრინციპს არ უჭერს მხარს. რამდენად დემოკრატიულია? ასე დავსვათ საკითხი" - თქვა ნაცვლიშვილმა. 

მას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის ქონით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში მაგალითად პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტს აირჩევენ, შესაძლოა, ეს მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. 

„გარდამავალ დებულებებშია ეს მოცემული. მეორე, რომ ორგანოებზეა საუბარი და არა პოლიტიკურ პარტიებზე. პარტიებს შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი შეხედულებები. საუბარია ორგანოების ვალდებულებაზე. იურიდიული ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს ამ ჩანაწერს. მაგალითად პირობითად, არის ქვეყნები, სადაც აირჩიეს პრორურუსლი ორიენტაციის პრეზიდენტი. საქართველოში იგივე რომ მოხდეს, ამ შემთხვევაში ეს მისი ორიენტაცია, შესაძლოა გახდეს თუნდაც მისი იმპიჩმენტის საფუძველი.  მისი თქმით, ამ ჩანაწერის პრეამბულაში გაკეთება იურიდიული ნონსენსი იქნებოდა. ამიტომ გადაწყდა, რომ ჩანაწერი გარდამავალ დებულებებში აისახოს, რათა შესაბამისი იურიდიული ჩარჩო არსებობდეს" - თქვა კობახიძემ. 

კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^