Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE: შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! - შშმ პირები აქციას მართავენ

24 ივნისი, 2017 13:52

შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! - შშმ პირები აქციას მართავენ. აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ამჟამად აქციის მონაწილეები პარლამენტის შენებისკენ მიდიან.

"ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების დაჩქარების, ჩვენი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების და ჩვენს საჭიროებათა #გათვალისწინების მოთხოვნით! მიგვაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოში შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული საქველმოქმედო მიდგომები და ცრუ წარმოდგენები უნდა შეიცვალოს გააზრებული, თანამედროვე სოციალური ცნობიერებითა და მიდგომებით.

ჩვენ ვექვემდებარებით ყოველდღიური დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებს, რაც რეალურად სახელმწიფოს უმოქმედობითაა გამოწვეული. ჩვენ დღემდე ვრჩებით საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უჩინარ ჯგუფად, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ვიყოთ სახელმწიფოს უმოქმედობის აღურიცხავი პატიმრები. შეკრების და მსვლელობის მიზანია მოუწოდოს სახელმწიფოს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტური პოლიტიკა, რაც ჩვენი საჯარო სივრცეებიდან გამორიცხვის გამოცდილებას ინკლუზიით ჩაანაცვლებს.

სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სიტყვიერი აღიარება, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი პოლიტიკის წარმოების გარეშე არ ამცირებს ჩვენი უფლებების შელახვის სიმძიმეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში არასათანადოდაა წარმოდგენილი და ჩვენი უფლებების დაცვა თავად ჩვენი თემის წევრების ძალისხმევასა და ინიციატივაზე დამოკიდებული ხდება. 

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ჩვენი უფლებების გარანტირების მნიშვნელოვანი ჩარჩო დოკუმენტია. მიუხედავად იმისა რომ მისი რატიფიცირებიდან სამი წელი გავიდა, მასში აღნიშნული უნივერსალური ღირებულებები და პრინციპები დღემდე არ გამხდარა სახელმწიფოს პოლიტიკის არსებითი გადახედვის საფუძველი. კერძოდ, სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყების ეფექტური ამოქმედება. ამასთან, არ გადახედა არსებულ კანონონმდებლობას და კვლავ ძალაში დატოვა სამედიცინო მიდგომა, რაც სრულად ეწინააღმდეგება თანამედროვე, სოციალურ მიდგომას. სახელმწიფოს ასევე არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომი გარემოს შექმნისათვის, რათა წარსული მემკვიდრეობის მიღებული ფიზიკური გარემო გონივრულ ვადებში და შეუქცევადად ჩაანაცვლოს გარემომ, რომელიც თავსებადი იქნება უნივერსალური დიზაინის პრინციპებთან. საერთოდ არ არსებობს ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამა. სათანადოდ არ ხდება მონაცემების მოგროვება და სტატისტიკის წარმოება, რომელმაც უნდა მოგვცეს ინფორმაცია არსებული დაბრკოლებების და შესაძლებლობების შესახებ. ხელმიუწვდომელია ჯანდაცვის სერვისები. ჭიანურდება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. არ გაგვაჩნია ინკლუზიური განათლების განვითარების სისტემური, თანმიმდევრული მიდგომა. საარჩევნო უბნების მიუწვდომლობა ხშირად განაპირობებს საარჩევნო უფლების დარღვევას. ეს ყველაფერი კი განაპირობებს ჩვენს გამორიცხვას მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის პროცესიდან!“



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^