Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს

24 ივნისი, 2017 15:24

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ოთხი  მოსამართლე წევრი აირჩიეს. ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები გახდნენ: ირაკლი ბონდარენკო  (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე) 256 ხმით, ვასილ მშვენიერაძე (თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე) 243 ხმით, დიმიტრი გვრიტიშვილი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე) 268 ხმით, ირაკლი შენგელია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიატრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) 259 ხმით. ისინის საბჭოში თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძეს და ლევან მურუსიძეს ჩაანაცვლებენ.

მოსამართლეებს საბჭოს წევრების არჩევა 7 კანდიდატიდან შეეძლოთ: თეიმურაზ სვანიძე, თამარ ბეჟანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი შენგელია, ხვიჩა კიკილაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი.

იმისთვის, რომ კანდიდატი საბჭოს წევრი გახდეს, მან დამსწრეთა ხმების 2/3-ის უმრავლესობა უნდა მიიღოს.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა საბჭოს არამოსამართლე წევრები აირჩია. საბჭოს შემადგენლობა განახლდა იმის გამო, რომ მოქმედ წევრებს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა ამოეწურათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^