Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებზე საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

26 ივნისი, 2017 12:21

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, 22 ივნისს სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქეების გელა ტარიელაშვილის, გიორგი კვირიკაძის, ვლადიმერ გასპარიანის, ივანე მაჭავარიანისა და სხვების (სულ 9 მოსარჩელის) კონსტიტუციური სარჩელი.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის, როგორც არაპროპორციული და ზედმეტად მკაცრი სასჯელის გამოყენებას რიგი ნარკოტიკული  საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის, იმ ოდენობით, რომელიც, მათი აზრით, არ ქმნის გავრცელების საფრთხეს.

„მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (0.024919725 გრამამდე), მორფინის (0.4 გრამამდე), ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე), კანაფის ფისის (0.22 გრამამდე), ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე), მეთადონის (0.3483 გრამამდე), მეტამფეტამინის (0.00028 გრამამდე), ჰეროინის (0.2640 გრამამდე), AB-CHMINACA-ს (3.48 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით  შეძენა/შენახვისათვის და დეზომორფინის (0.0047 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა/შენახვისათვის დაწესებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ამ დანაშაულისათვის, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის დაწესება არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილი, რომელიც შეეხება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება".

სარჩელში აღნიშნულია, რომ მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა არ შეიძლება გახდეს პირისათვის განსაკუთრებულად მკაცრი სანქციის შეფარდების საფუძველი. მით უფრო გაუმართლებელია სანქციის უკიდურესი ზომის, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის, თუკი მისი ოდენობა ლოგიკურად მიუთითებს, რომ შეძენა/შენახვა გამიზნული იყო პირადი მოხმარებისთვის. საკითხზე მსჯელობისას ასევე გასათვალისწინებელია კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ინტენსივობაც (მაგალითად, „დეზომორფინის“ შემთხვევაში, პირის მიერ მისი მოხმარება დღის განმავლობაში შესაძლოა რამდენიმეჯერ ხდებოდეს).

„ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა სასჯელის ვერც ერთ ძირითად მიზანს ვერ აღწევს სრულყოფილად. ასეთი სანქცია ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. „მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას", - ნათქვამია სარჩელში.

საკონსტიტუციო სარჩელი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის", დახმარებით მოამზადა;

მსჯავრდებული: 2 დოზა LSD-ს გამო 9.5 წელი მომისაჯეს

ნარკოტიკების დოზები - სამართალწარმოება მცირე ოდენობების გარეშე

იმნაძე: ოდენობის სამართლიანად განსაზღვრის შემთხვევაში, მაჭავარიანი ციხის დატოვებას შეძლებს

დეზომორფინის ოდენობებთან დაკავშირებულ სასჯელზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^