Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სოციალ-დემოკრატები“: პოლიტიკური მეთოდებით გავაგრძელებთ ბრძოლას 94-ე მუხლის შესაცვლელად

26 ივნისი, 2017 12:13

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესაცვლელად პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლას აანონსებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

„მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე გვქონდა ინიციატივა, მაშინდელი 94-ე მუხლი, რომელიც ახლა გადასულია კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში, ამოღებული ყოფილიყო კონსტიტუციიდან, რამდენადაც ეს მუხლი უგულებელყოფს პარლამენტის წარმომადგენლობით ფუნქციას და ზღუდავს პარლამენტის მიერ საშინაო პოლიტიკის წარმოებას. ამაში მხარს გვიჭერდნენ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა კონსტიტუციის სფეროში ვენეციის კომისია, ეკონომიკის სფეროში - საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, უმრავლესობამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, აღიარა რა, რომ კონსტიტუციაში ამ მუხლის არსებობა ზედმეტია, გადაიტანა ის გარდამავალ დებულებებში და 12 წლით გაახანგრძლივა ამ მუხლის მოქმედება. რადგან მიგვაჩნია, რომ 94-ე მუხლის დატოვება არის სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი, ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკის ინერცია, დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მეთოდებით გავაგრძელებთ ბრძოლას მის შესაცვლელად“, - განაცხადა „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა.

კონკრეტულად, რა ფორმით წარიმართება მუშაობა, გია ჟორჟოლიანის თქმით, მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^