Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მედიას საარჩევნო კომისიების სხდომების გაშუქებისას შესაძლოა შეზღუდვები დაუწესდეს

26 ივნისი, 2017 13:28

არასამთავრობო ორგანიზაციები ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მოსაზრებებს აქვეყნებენ. კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწიენბს , პარლამენტში 5 ივნისს დარეგისტრირდა. 

არასამთავრობო ორგანიზეციების შეფასებით, უარყოფით შეფასებას იმსახურებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი, აგრეთვე, რეგულაციები, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, უფრო კონკრეტულად კი, ცვლილებები მედიის მიერ საარჩევნო კომისიების სხდომების გაშუქების, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით.

საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრებისა და კომისიის სხდომების გადაღების უფლება

პროექტის თანახმად, განისაზღვრა, რომ არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწარებისა და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტაციის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის გამართვის წესებს. დადგენილი რეგულაციების თანახმად, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა საჯაროა. სხდომა შესაძლებელია დაიხუროს მხოლოდ პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განხილვის საფუძვლით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის გათვალისწინებით, სრულიად გაურკვეველია რა დამატებითი შეზღუდვები შესაძლებელია დაწესდეს ცესკოს დადგენილებით კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომაზე დასწრების კუთხით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ეხება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თუნდაც არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალებულების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შენარჩუნდეს ზოგადი წესი, რომლის თანახმად, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა საჯაროა, გარდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა.

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით, არ უნდა მოხდეს აღნიშნული ცვლილების მიღება და უნდა შენარჩუნდეს ზოგადი წესი კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომების საჯაროობის შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწნებით.

  არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესატა... by TIGeorgia on Scribd

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^