Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა

26 ივნისი, 2017 12:26

„ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. პარტიამ თბილისის მერის თანამდებობაზე ზაალ უდუმაშვილი დაასახელა. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად კი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე -  ნიკა მელია. 

„დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილას მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია, მისმენდით თქვენს სახლებში, მისმენდით და იგებდით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში, მოვიდა დრო, მოვისმინო თქვენი აზრი, მოვისმინო თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში. ყველგან სადაც ხართ, ყველგან სადაც თბილისია. მოვიდა დრო, მოვიდე თქვენთან და მოგისმინოთ, რათა გავიგო, როგორ ცხოვრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიკა მელიას თქმით, ბრძოლა საქართველოს ბიძინა ივანიშვილისგან გადასარჩენად დაიწყება თბილისიდან.

„დღეს ჩვენ აქ მოვედით, რადგან თბილისი და საქართველო კვლავაც იმყოფება უდიდეს გამოწვევათა წინაშე. დღეს აქ მოვედით, რათა ერთად დავიწყოთ მოძრაობა უიმედობის, სიღარიბისა და მიუსაფრობის, ნეპოტიზმიას და კორუფციის დასამარცხებლად. 5 წელიაა ხელისუფლება თესავს სიძულვილს, თუმცა ჩვენ გვინდა თბილისი სიძულვილის გარეშე", - განაცხადა ნიკა მელიამ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^