Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ცვლილების კანონპროექტი დარეგისტრირდა

26 ივნისი, 2017 16:55

პარლამენტში „ნარკოპოლიტიკის ეწროვნული პრატფორმის" ავტორობით მომზადებული ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია. დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ცვლილებების მომზადების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინიციტივა მომზადებულია ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მიერ, სადაც 41 არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაერთიანებული. 

„რაც ეხება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი გვქონდა და უმრავლესობის შეკრებაზე ძირითადი პრინციპების წარდგენა ორჯერ მოხდა. ცვლილებები გარკვეულ კონდიციამდე მიყვანილია და მისი ინიცირება მოხდა, მაგრამ მინდა, თითოეულ კოლეგას თხოვნით მივმართო, რომ ჩვენ ამ საკითხში ჩავერთოთ. საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ისევე, როგორც ჩვენი გუნდის შიგნითაც, მაგრამ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ შეთანხმება იმ სამ ძირითად პრინციპზე მოხდეს, რაც არის უკომპრომისო ბრძოლა ნარკოდანაშაულის და ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ", - აღნიშნა ზოიძემ. 

დეპუტატის თქმით, ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა იყოს კრიმინალი, თუ მან არ ჩაიდინა საზოგადოებრივ წესრიგთან მიმართული ნებისმიერი ქმედება და ამ შემთხვევაში უნდა იყოს შეზღუდული. 

„ნარკოპოლიტიკის ქვაკუთხედი უნდა გახდეს შესაბამისი ფინანსები, ინვესტირებით პრევენცია, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. სამი ძირითადი პრინციპია, რასაც ეს კანონი უნდა დაეყრდნოს. მათ შორისაა იგივე ევროპული ოთხსვეტიანი პოლიტიკა და ძალიან დიდი თხოვნა იქნება კოლეგების მიმართ, რომ ჩვენ დეტალებში გავიაროთ თითოეული პრობლემა", - განაცხადა ზოიძემ.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას და დანერგვას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად აქცენტი გაკეთდება მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე ორიენტირებულ პროგრამებზე. ამ მიზნით, კანონპროექტთან ერთად შემუშავდა ნარკოტიკების მოხმარების პირველადი პრევენციისა და ადიქტოლოგიური სერვისების განვითარების კონცეფციები.

„კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტის მიხედვით, იმიჯნება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა იგივე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი. ამ უკანასკნელი ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრ სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე. თავის მხრივ, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, კომერციული მიზნის გარეშე, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. დაიხვეწა ნარკოტიკული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნები და მათი თანმდევი შედეგები, ხოლო ზოგიერთი მუხლი გაერთიანდა (მაგ. საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების შემოტანა გაერთიანდა სსკ-ის 260-ე მუხლთან და ამ ქმედებაზეც ზოგადი წესით განისაზღვრა სანქციები)", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ნარკომოხმარების დეკრიმინალიზებისთვის - ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მომზადებული კანონპროექტი

რას სთავაზობს პლატფორმა ხელისუფლებას ნარკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის - კონცეფცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^