Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე: ახლა ჯერი პარლამენტზეა

26 ივნისი, 2017 22:31

„დღევანდელი დღით ვიწყებთ მზადებას მთავარი ბრძოლისთვის. კანონპროექტის მიღება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს აქტიურობასა და ერთად დგომაზე იქნება დამოკიდებული", - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენო მხარდამჭერებო და სიმართლისთვის მებრძოლო აქტივისტებო, გილოცავთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, დღეს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლისთვისაც ვიბრძოდით, რომელმაც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა უნდა უზრუნველყოს და სამუდამოდ წარსულს ჩააბაროს უდანაშაულო ხალხის მიმართ წლობით მიმდინარე უმიზნო ჩაგვრა.

გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს, პროცესების თითოეულ მონაწილესა და მხარდამჭერს, სწორედ საზოგადოების უპრეცედენტო ერთიანობამ მიგვიყვანა გარდამტეხ ეტაპზე.

ახლა ჯერი პარლამენტზეა. მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს, მხარი დაუჭიროს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ რეფორმას, მხარი დაუჭიროს ჰუმანურ და პროგრესულ მიდგომას.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერას, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან აქტიურად იყო ჩართული კანონშემოქმედებით პროცესში. ვიმედოვნებთ კომიტეტი საკანონმდებლო პროცესის დასრულებამდე მსგავსი შემართებით იდგება საზოგადოების სამსახურში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში" შემავალი 40-ზე მეტი ორგანიზაციის ერთსულოვნება. მოძრაობები, სათემო ორგანიზაციები და პროფესიონალი ექსპერტები, გაგვაერთიანა საერთო პრობლემამ საერთო იდეისთვის - ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც მსგავსი შემართებით გავწიოთ ძალისხმევა რეფორმის წარმატებისთვის.

დღევანდელი დღით ვიწყებთ მზადებას მთავარი ბრძოლისთვის. კანონპროექტის მიღება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს აქტიურობასა და ერთად დგომაზე იქნება დამოკიდებული. ერთიანი ძალისხმევით, ცვლილებების რწმენითა და სიმტკიცით შევძლებთ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე, დავიხსნათ ციხიდან ათასობით უდანაშაულო ადამიანი და დავაფუძნოთ ნარკოპოლიტიკა, სადაც მთავარი ღირებულება დასჯის ნაცვლად ერთმანეთზე ზრუნვა იქნება", - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიმართვაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^