Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი მამალაძე: დავტოვე საქართველო, სრულიად დემორალიზებული ვარ

26 ივნისი, 2017 23:57

დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებით, მან დატოვა საქართველო.

„წყობიდან გამომიყვანეს, დავტოვე ქვეყანა, ვარ სრულიად დემორალიზებული, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ შეურაცხყოფილი უკიდურესად. ამ ყველაფრის გამო მოიგონეს ათასი სიბინძურე. როგორ შეიძლება ერთი მხრივ ვამხელდე და ვმუშაობდე ლგბტ პირებზე და მეორე მხრივ, თუ საპატრიარქოზეც ვმუშაობდი მე, როგორც აგენტი და ჟურნალისტებზეც. გამაგებინეთ, 34 წლის მანძილზე ვინ მიმხელია?! ვის წინააღმდეგ მიმიცია ჩვენება?! რა გამიკეთებია ისეთი, რომ ასეთი თავდასხმის ობიექტი ვხდები მე დღეს?1", -  განაცხადა ირაკლი მამალაძემ გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერით.

მამალაძის განმარტებით, მას შემდეგ გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება, რაც „რუსთავი 2-ის” ეთერში გავიდა მასთან დაკავშირებული სიუჟეტი. ეს მიზნად ისახავდა მასზე ზეგავლენის მოხდენას, რომ ჩვენება შეეცვალა.

სიუჟეტში, რომლის შესახებაც ირაკლი მამალაძე საუბრობდა, საუბარია მატროსოვის ციხიდან უშიშროების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, მამალაძე უსაფრთხოების სამსახურის აგენტია, რომელსაც სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებსა და ლგბტ ადამიანებზე პირადი ინფორმაციისა და ვიდეომასალების მოგროვება ევალებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^