Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსანდრე ჯეჯელავა: ალიევთან შეხვედრისას აფგან მუხთარლის შესახებ არ გვისაუბრია

27 ივნისი, 2017 10:51

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც ბაქოდან დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, შეხვედრისას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე არ უსაუბრიათ.

„ჩვენი შეხვედრა განათლების თემას შეეხებოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას სხვა საკითხები ფორმატით არ იყო გათვალისწინებული. მუხთარლის თემას არ შეხებია საუბარი“,- განუცხადა „რუსთავი 2-ს“ ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე განცხადება გააკეთა. 31 მაისს, მან არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა გადაემოწმებინათ, იყო თუ არა აფგან მუხთარლი ჟურნალისტი. 

ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნდა, რომ აფგან მუხთარლი ჟურნალისტია

ალექსანდრე ჯეჯელავა აფგან მუხთარლის საქმეზე - როგორც ჩანს, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარპი პატიმრობა შეუფარდა. 

აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. 

აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ. 

როგორც ადვოკატები ამბობენ, ჟურნალისტი ნაცემია და მას, სავარაუდოდ, ნეკნი აქვს გატეხილი. 

საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^