Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი შოთაძე: მამალაძემ საქართველო დატოვა და მთავარი პროკურატურა ამის შესახებ ინფორმირებულია

27 ივნისი, 2017 11:25

ე.წ. ციანიდის საქმეში მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა და მთავარი პროკურატურა ამის შესახებ საქმის კურსშია, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„შემიძლია, გითხრათ, რომ ირაკლი მამალაძეს, რომელიც არის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე, აქვს უფლება, დატოვოს საზღვარი. მან გვაცნობა, რომ ქვეყანა დატოვა და ჩვენი ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება. ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ იგი სხვა ქვეყანაში ითხოვს თავშესაფარს ”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

მამალაძის განმარტებით, მას შემდეგ გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება, რაც „რუსთავი 2-ის“ ეთერში მასთან დაკავშირებული სიუჟეტი გავიდა. ეს მიზნად ისახავდა მასზე ზეგავლენის მოხდენას, რომ ჩვენება შეეცვალა.

„წყობიდან გამომიყვანეს, დავტოვე ქვეყანა, ვარ სრულიად დემორალიზებული, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ შეურაცხყოფილი უკიდურესად. ამ ყველაფრის გამო მოიგონეს ათასი სიბინძურე. როგორ შეიძლება ერთი მხრივ ვამხელდე და ვმუშაობდე ლგბტ პირებზე, და მეორე მხრივ, თუ საპატრიარქოზეც ვმუშაობდი მე, როგორც აგენტი და ჟურნალისტებზეც. გამაგებინეთ, 34 წლის მანძილზე ვინ მიმხელია?! ვის წინააღმდეგ მიმიცია ჩვენება?! რა გამიკეთებია ისეთი, რომ ასეთი თავდასხმის ობიექტი ვხდები დღეს?!", -  განაცხადა ირაკლი მამალაძემ გუშინ გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერით.

ირაკლი მამალაძე: დავტოვე საქართველო, სრულიად დემორალიზებული ვარ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^