Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტატიის აღების გამო, CNN სამმა ჟურნალისტმა დატოვა

27 ივნისი, 2017 14:36

რუსული ფონდებისა და ტრამპის მხარდამჭერების კავშირზე სტატიის ვებგვერდიდან მოხსნის გამო, სამმა ჟურნალისტმა CNN დატოვა.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ჟურნალისტებმა რედაქცია 26 ივლისს გამოქვეყნებული იმ სკანდალური სტატიის გვერდიდან მოხსნის გამო დატოვეს, რომელიც მთავარი რუსული საფინანსო ფონდის ხელმძღვანელის, კირილ დიმიტრიევისა და ფინანსისტ ენტონი სკარამუჩის დავოსში სავარაუდო შეხვედრას ეხებოდა.

სტატიაში ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის კონგრესი პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერის, ენტონი სკარამუჩის საქმეს იძიებდა – თითქოს ფინანსისტმა დავოსში კირილ დიმიტრიევთან რუსეთზე დაკისრებული სანქციების საკითხი განიხილა.

CNN-ის წარმომადგენლის განცხადებით, როგორც წესი, მსგავს სტატიებს გამოქვეყნებამდე რამდენიმე დეპარტამენტი ამოწმებს, მათ შორის ფაქტ-ჩეკერები, ჟურნალისტიკის სტანდარტის ექსპერტები და ადვოკატები.

როგორც გამოძიების შედეგად ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს აცნობა, ამ შემთხვევაში სტატია დაუზუსტებელ ფაქტებს არ ეფუძნებოდა, თუმცა მაინც სრულყოფილად არ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომლებსაც CNN-ის რედაქცია თავის თავს უყენებს.

საბოლოოდ, სტატია CNN-ის ვებგვერდიდან მოიხსნა, მის ნაცვლად კი რედაქტორის სვეტი გამოქვეყნდა.

„სტატია არ აკმაყოფილებდა CNN-ის სტანდარტებს, შეცდომას ყველა უშვებს, CNN სწორად მოიქცა, განვაგრძობთ  მუშაობას“, - ნათქვამია სვეტში.

საბოლოოდ, სტატიაზე მომუშავე ჯგუფმა, რედაქტორიანად, CNN-ის რედაქცია დატოვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^