Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა ბესელია: თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

27 ივნისი, 2017 16:41

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ  თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გაიმართება. მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, საარჩევნო თარიღთან დაკავშირებით ცვლილებები მოხდეს, მთავარია, დაცული იყოს კანონით დადგენილი ორთვიანი ვადა.

„ორთვიანი საარჩევნო ციკლი არის კანონით დადგენილი კონკრეტული ვადა. ეს ვადა იქნება დაცული. წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ხანგრძლივ წინასაარჩევნო კამპანიას გარკვეული  სირთულეები ახლავს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ძალიან ხანგრძლივი იყო საარჩევნო თვალსაზრისით, ახლდა სირთულეები, რადგან ბევრად ადრე მოხდა მისი გამოცხადება“, - ამბობს ეკა ბესელია.

თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^