Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლები ხელისუფლებას ჩაბუქის ექსტრადიციის შეჩერებას სთხოვენ

28 ივნისი, 2017 11:37

დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლები ხელისუფლებას დემირელის კოლეჯის დაკავებული დირექტორის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ და მისი ექსტრადიციის პროცედურების შეჩერებას მოითხოვენ. 

როგორც სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ხარისხის მართვის მენეჯერმა, თინათინ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები ერთობლივად ხელს აწერენ განცხადებას და აფიქსირებენ მხარდაჭერას მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ, ასევე მოითხოვენ შეჩერდეს მისი ექსტრადირება. მისივე ინფორმაციით, განცხადებას ხელს აწერენ ხუთი სკოლა-ლიცეუმის: რუსთავის რუსთაველის სახელობის, მარნეულის დავით აღმაშენებელის სახელობის, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის, თბილისის დემირელის სახელობისა და სკოლა ლიცეუმ „სხივის“ წარმომადგენლები. 

„სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა ყოველწლიურად იმართება, თუმცა ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი წელს მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება და მისი ექსტრადირებაა. ჩვენ დღეს შევიმუშავებთ ერთობლივ ტექსტს, რომელსაც ხელს მოვაწერთ ხუთი სკოლის პედაგოგები და კურსდამთავრებულები. ჩვენ ვითხოვთ, შეწყდეს საექსტრადიციო პროცედურები, ასევე თავდებში ვუდგებით ბატონ ემრე ჩაბუქს, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი სიმართლეს არ შეესაბამება და ის უდანაშაულოა“, - განაცხადა თინათინ ჩხაიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^