Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფგან მუხთარლის საქმეზე შესაძლოა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

28 ივნისი, 2017 11:52

საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კომისიის შექმნის წინააღმდეგი მმართველ გუნდში არავინ არ არის.

„საბოლოო ჯამში, თუკი საზოგადოებრივი ინტერესი არ დაკმაყოფილდება, ამას ვერ ავცდებით. კომისიის შექმნის წინააღმდეგი გუნდში არავინ არ არის, უბრალოდ, საუბარი იყო,  გამოძიებისთვის საშუალება მიგვეცა, ეს საქმე მაქსიმალურად გამოეძიებინათ და საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. არ გამოვრიცხავ, რომ ამას მხარი დავუჭიროთ. გასაგებია, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა გამოსაძიებელია, ვინ მონაწილეობდა და ჩვენი სპეცსამსახურების გვერდის ავლით, ჩვენს ტერიტორიაზე ვინ მოქმედებდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლილუაშვილმა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიცია მოითხოვს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^