Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კილაძე: მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე ნაჩქარევი იქნება

28 ივნისი, 2017 13:36

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაელოდოს. სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ნაჩქარევი იქნება. 

„ჩემი მოსაზრებაა, რომ ჯერ საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაველოდოთ, რადგან იმდენი დრო არ არის გასული, რომ ჩვენ გამოძიების არაეფექტიანობაზე ვისაუბროთ. ვიცი, ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული და სხვა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული. ამას არც არავინ უარყოფს. რაც შეეხება ჩანაწერებს, ამაზე შალვა ხუციშვილმა გუშინ განაცხადა, რომ შუალედურ შედეგებთან ერთად ეს ჩანაწერებიც გამოქვეყნდება. ეს მხოლოდ ერთი ქეისი არ არის. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საქმეა, რომელიც ეხება როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, დაზარალებულის ინტერესი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ არც სახელმწიფო ურთიერთობები უნდა შეილახოს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღეს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,  გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. კომისიის შექმნას ოპოზიცია მოითხოვს. 

აფგან მუხთარლის საქმეზე შესაძლოა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^