Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ ბავშვთა მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

04 ივლისი, 2017 19:44

ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა  ბავშვთა მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს. გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით)“,- აცხადებენ შსს-ში.

სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი სრულწლოვნის მიერ 16 წლამდე ასაკის მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში სასჯელი 8-დან 10 წლამდე იზრდება.

როგორც ერთ-ერთი ბავშვი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას ჰყვება, ვარკეთილში მამაკაცებს ბავშვები ბინაში შეჰყავდათ, ტანსაცმელს ხდიდნენ და ფოტოებს უღებდნენ. ბავშვის მშობლები ბინის მეპატრონეს მამაკაცების ბინიდან გაშვებისკენ მოუწოდებენ. 

შსს-მ ბავშვთა სავარაუდო პორნოგრაფიის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^