Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: ადევნების ფაქტზე სასამართლომ ქალის დასაცავად 6 თვემდე ვადით დამცავი ორდერი გამოსცა

04 ივლისი, 2017 23:14

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის დასაცავად 6 თვემდე ვადით დამცავი ორდერი გამოსცა,- ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

„საკითხი ეხებოდა სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე კანონმდებლობაში ამოქმედებულ ახალ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, დამცავი ორდერი შეიძლება გამოცემული იქნეს ოჯახის მიღმა, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზეც. ქალი იყო მამაკაცის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. სხვა ქმედებებთან ერთად, მის მიმართ ადგილი ჰქონდა ადევნებას, რაც გულისხმობს დაზარალებულთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებასა და უკანონო თვალთვალს, რომელიც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და აიძულებს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი.

2017 წლის პირველ ივნისამდე არსებული რეგულაციით მსხვერპლს არ შეეეძლო, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოყენებით დაეცვა თავი და არ არსებობდა სისხლის სამართლის ნორმა, რომელიც მის წინააღმადეგ ჩადენილი ქმედებას ადევნებად შეაფასებდა. სასამართლომ გაიზიარა საიას ადვოკატების არგუმენტები და მიიღო ერთ-ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც ქალის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის (ადევნების) საქმეზე სხვადასხვა დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს“,- ნათქვამია საიას განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^