Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩვენ ჩვენი კრიმინალებიც გვეყოფა" - სანდრო ბრეგაძე „ქართველთა მარშის" მოთხოვნებზე

05 ივლისი, 2017 13:15

14 ივლისს, 20 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე სკოლიდან მარჯანიშვილამდე ქართველთა მარში მოეწყობა. 

გამკაცრდეს საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკა; ყველა არალეგალმა მიგრანტმა დაუყოვნებლივ დატოვოს ქვეყანა; ბინადრობის უფლების გაცემა და მოქალაქეობის მიღების წესი მკაცრად გაკონტროლდეს; ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს იმ უცხოელების მიმართ, ვინც  „ქართული მიწის დაცვის ჯგუფის“ წევრისა და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის თქმით, აღმაშენებლის გამზირსა და რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე უკანონოდ გახსნილ დაწესებულებებში ბავშვთა პროსტიტუციას ეწევა - ეს იქნება 14 ივნისის აქცია-მსვლელობის ძირითადი მოთხოვნები.

სანდრო ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ ბავშვთა პროსტიტუციას საქართველოში მხოლოდ უცხოელები ეწევიან და ამის დასტური, 2 თვის წინ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაა. კვირიკაშვილმა თქვა, რომ „ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს და ამიტომ, აღნიშნულ დაწესებულებებში ქართველ კაცებს არ უშვებენ”, - აღნიშნა მაშინ პრემიერმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის გამოძიება დაავალა.

„ეს ადამიანები არიან ფრიქიკურად აშლილები, საქართველოში უკვე გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა უცხოელმა ბავშვი გააუპატიურა”, - აღნიშნავს ბრეგაძე.

მისივე განმარტებით, აქციის შესახებ ათასობით შეტყობინება შესდის, ამიტომ მსვლელობას სავარაუდოდ, მასშტაბური იქნება: „ამით დამტკიცდება, რამდენად დიდია პატრიოტიზმი ქართველებში”.

„ქართული მიწის დაცვის ჯგუფის“ წევრი ამბობს, რომ აქცია არაა უცხოელი ტურისტების, საქართველოში სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტებისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ. ამ აქციის მთავარი მიზანი ქვეყანაში კრიმინალის შემცირებაა.

„ჩვენ ჩვენი კრიმინალებიც გვეყოფა, ათასობით უცხოელი აღარ გვჭირდება, რომელიც პროსტიტუციის გარდა, ნარკოტიკებით ვაჭრობას და სხვა დანაშაულებებს მისდევს. ჩვენ ევროპული ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც კი მკაცრად განსაზღვრავს ქვეყანაში მიგრანტების შესვლას, აშშ ძალიან რთულად უშვებს აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის მოქალაქეებს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი მთავრობა ქსენოფობია. ისინი, უბრალოდ, იცავენ თავიანთი მოქალაქეების ინტერესებს. ნახეთ, ევროპაში სირიელი ლტოლვილების შესვლამ როგორ გაზარდა კრიმინალის დონე”, - ამბობს სანდრო ბრეგაძე და აღნიშნავს, რომ მსგავსი პროტესტის ფორმა მიღებულია ისეთ ევროპულ ქვეყნებშიც კი, როგორიც გერმანია, დანია ან პოლონეთია.

აქცია უკვე სოციალურ ქსელშიც დაანონსდა. ამის შესახებ განცხადებას ჯგუფის წევრები მერიაში ხვალ შეიტანენ: „აქცია კანონიერი და სანქცირებული უნდა იყოს”.

„ლიბერალის" რედაქცია მასალაში გამოყენებულ ქსენოფობიურ მოსაზრებებს ემიჯნება. 

რა ვითარებაა „ობიექტებში, სადაც ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებდნენ" - 6 თვე განცხადებიდან

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^