Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: შშმ პირთა მხარდამჭერის დანიშვნის პრაქტიკა დისკრიმინაციის წამახალისებელია

06 ივლისი, 2017 13:14

სახალხო დამცველის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერის დანიშვნის არსებული პრაქტიკა დისკრიმინაციის წამახალისებელია. ომბუდსმენმა 21 ივნისს, ამასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ზოგადი წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველის წინაშე განმცხადებელი დავობდა, რომ ერთი მხრივ, მისი ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისას, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ იგი ბლანკეტური მიდგომით შეაფასა და დასკვნაში მიუთითა, რომ მას მხარდამჭერი საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ესაჭიროებოდა, რაც მის საჭიროებებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მეორე მხრივ, სასამართლომ მხარდამჭერის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მიიღო. განმცხადებელის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი წარმოადგენდა.

ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ: "ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, ფსიქოსოციალური საჭიროებების შესახებ დასკვნაში და ასევე სასამართლო გადაწყვეტილებაში, ნაჩვენები იყოს სავარაუდო მხარდამჭერის მიმღები პირისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ მხარდამჭერის დანიშვნისას, მხარდამჭერის მიმღები პირის ფსიქოსოციალურ საჭიროებებს ემყარება და გადაწყვეტილებას იღებს პირის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე".

ომბუდსმენის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რომ მხარდამჭერის მოდელის ნაცვლად მოხდება ნების სრული ჩანაცვლების გამოყენება და პირის ნების ავტონომიაში მნიშვნელოვანი და გაუმართლებელი ჩარევა, რაც ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენი სტანდარტს, მეორე მხრივ კი, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებში დაადგინოს სტანდარტი, რომლის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება მხარდასაჭერი სფეროები და ფარგლები განსაზღვროს პირის ინდივიდუალური ფსიქოსოციალური საჭიროებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე; ასევე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოუწოდა, რომ ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისას ინდივიდუალიზებული მიდგომა გამოიყენოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^