Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროტესტი საოკუპაციო ხაზთან - სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

08 ივლისი, 2017 15:38

სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ზოლთან სტუდენტებმა, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ, ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

„არა ოკუპაციას“ - სკანდირებენ სტუდენტები.

ისინი საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ჰიმნს მღერიან.

სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან დარჩენას და ღამის გათევას აპირებს. 

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი 4 ივლისს დაამონტაჟეს.

საქართველოს საპატრიარქო საოკუპაციო ხაზის გადმოწევას განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ პროცესის შესაჩერებლად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურებაა საჭირო.

„რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი  ბანერის დადგმა  ახალი ოკუპაციაა" - ასე შეაფასა საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა

ფოტო: „რადიო თავისუფლების" Live-დან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^