Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირმა ინაშვილი: „პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატ კალაშნიკოვს შეხვდებიან

10 ივლისი, 2017 17:37

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრი ირმა ინაშვილის განცხადებით, ფრაქციის წევრების რუსულ მხარესთან შეხვედრისას საუბრის თემა ცხინვალს, სოხუმს, დევნილების დაბრუნებსა და საზღვრის გადმოწევის პროცესის შეჩერებას შეეხება. როგორც მან „TV პირველის“ ეთერში საუბრისასა განაცხადა ფრაქციის წევრები შეხვედრას რუსეთის დუმის დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლეონიდ კალაშნიკოვთან გამართავენ. მისივე თქმით, მოსკოვში ვიზიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩვენ საჯარო პოლიტიკის მომხრე ვართ. ჩვენ არ გავპარულვართ მოსკოვში, სხვადასხვა პოლიტიკოსების მსგავსად, არც ლავროვს ვევაჭრებოდით, არჩევნები დაგვიფინანსეო, დავით უსუფაშვილის მსგავსად, და არც არავის. ჩვენ საჯარო პოლიტიკის მომხრე ვართ. ვთქვით, რომ მზად ვართ რუს დეპიტატებთან დიალოგისთვის, მივიღეთ გამოხმაურება და ჩავედით. გამოგვივა ეს საქმე, ძალიან გაგვეხარდება. არ გამოგვივა და ამასაც ღიად ვიტყვით“,- განაცხადა ირმა ინასვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრის გამართვა პარტიის კერძო ინიციატივა იყო.

„თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე თუ მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, რომ გაიხსნას ეს დიალოგი და დაიწყოს  საუბარი უმნიშვნელოვანეს თემებზე, თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ ცხინვალი და სოხუმი ეს იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, ცხინვალის და სოხუმის დაბრუნების გაზაზე, ცარიელი ლაპარაკის დრო უნდა დასრულდეს“.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ადა მარშანია და გიორგი ლომია დღეს მოსკოვში გაემგზავრნენ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^