Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგაძე: ბაგრატის ნუსხიდან ამოღება წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ სამუშაოს უკავშირდება

10 ივლისი, 2017 19:01

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება.

როგორც მინისტრმა kvirispalitra.ge-ს განუცხადა, იუნესკოს განცხადებაში წერია, რომ `ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, გამოუსწორებელი ჩარევის შედეგად, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს განხორციელდა".

„ორი წელია ამაზე ვსაუბრობ, რომ როგორც კი გელათი დაბრუნდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ეს ავტომატურად ნიშნავდა ბაგრატის ამორიცხვას. თუმცა, ჩვენ ამით არ ვასრულებთ ბაგრატის ისტორიას იუნესკოს კონტექსტში. უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან, ისე იუნესკოს ექსპერტებთან, რომ ვიწყებთ ახალ ნომინაციაზე მუშაობას, რომელიც გულისხმობს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციას, რომლის ფარგლებში ერთ-ერთ კომპონენტად ისევ მოვიაზრებთ ბაგრატს, რათა თავისი რეპრეზენტაცია მსოფლიო მემკვიდრეობის კონტესტში მან არ დაკარგოს და ლანდშაფტური ისტორიული ზონის ნაწილად მაინც იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგაძემ. 

მინისტრის თქმით, ყველანაირი შანსი ჯერ კიდევ 2010 წლიდან არის სრულიად დაკარგული და ერთადერთი მიზეზი, რატომაც 2010 წელშივე არ ამოიღეს ბაგრატის ტაძარი ნუსხიდან, იყო სწორედ ის, რომ მას გადაყვებოდა გელათი და იუნესკომ სახელმწიფოს მისცა გელათის გადარჩენის შანსი.

„ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე წლის რთული და ინტენსიური მუშაობის შედეგად მოვახერხეთ, განვაცალკევეთ ძეგლები და გელათი შევუნარჩუნეთ ჩვენს ქვეყანას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, რაც სრულიად უპრეცენდეტო შემთხვევაა. ის, რომ დღეს ბაგრატი ამორიცხულია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან, დღევანდელი ამბავი არ არის, ეს არის რვა წლის წინანდელი ამბავი, დღევანდელი ამბავი გახლავთ ის, რომ მოვახერხეთ გელათი არა მხოლოდ შევუნარჩუნეთ ქვეყანას, არამედ ძირითად ნუსხაში დავაბრუნეთ”, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

ბაგრატის ტაძარი UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^