Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობამ „წითელ ნუსხაში“ შესული 192 ხის მოჭრაზე ნებართვა გასცა

12 ივლისი, 2017 11:42

მთავრობის განკარგულებით, „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების მოჭრაზე კიდევ ერთი ნებართვა გაიცა.

განკარგულების მიხედვით, ხეების მოჭრის უფლება „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალს“ მცხეთის, გარდაბნისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მიეცა.

ნებართვა საერთო ჯამში „წითელი ნუსხის“ 191 პატარა თელადუმაზე და 1 კაკლის ხეზე გაიცა.

განკარგულებით, „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალი“ ვალდებულია, მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე მოჭრილი მერქნული რესურსი გადასცეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^