Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ერთად ბახალასთვის“ - დედაენის ბაღში გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

13 ივლისი, 2017 19:43

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას მხარდამჭერი აქცია დედაენის ბაღში დაიწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  ქვეყანაში მოქმედი უსამართლო ნარკოპოლიტიკის მსხვერპლებს მხარს უჭერენ.

მსახიობი ხუთი თვის წინ დააკავეს ნარკოტიკული საშუალებისათვის, რომელიც მისი მეგობრების თქმით, მას არ ეკუთვნოდა. 

გიორგი გიორგანაშვილს  ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის წაუყენეს, სასჯელის ზომად კი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"საქმეში ბახალას უდანაშაულობის დამადასტურებელი მრავალი არსებითი დარღვევა იკვეთება. ბოლო პერიოდის “ჩადების” გახმაურებული ფაქტების მსგავსად გიორგის საქმეშიც მხოლოდ პოლიციელები გვევლინებიან მოწმეებად. დაკავების მომენტში ის გადაიყვანეს და გაჩხრიკეს ბნელ, უკამერო ადგილას. გიორგის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად კი ჩხრეკას ნეიტრალური პირი არ დაასწრეს. რაც ყველაზე საგანგაშოა, დაკავების დღიდან მას გარე სამყაროსთან კონტაქტის ყველა საშუალება აეკრძალა. ფიზიკური ტყვეობის გარდა ის 5 თვეა ინფორმაციულ ტყვეობაშიც იმყოფება. დღემდე, კომუნიკაციის ერთადერთი გზა მისი ადვოკატები არიან. გიორგი გამოძიების მხრიდან მასზე პერმანენტულ ზეწოლაზე მიუთითებს, _" ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^